
ვახტანგ გომელაური პოლიციის აკადემიაში გამართულ ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო
26/09/2024 07:25:05 საზოგადოება, რეკლამა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად,პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო.
ტურნირს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულიდანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო წესების მიხედვით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა დათანამშრომელთა წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებასპერიოდულად მართავს.