Accentnews.ge
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

26/09/2024 06:53:08 პოლიტიკა, რეკლამა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან პატრიარქს საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი გადასცა.

"მქონდა ბედნიერება დღეს შევხვედროდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს.

დასალოცად ვეწვიე მის უწმინდესობას, გავაცანი ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ამასთან საჩუქრად გადავეცი საგანგებოდ პირადად მისთვის სოხუმიდან ჩამოტანილი კვიპაროსის ნერგი.

მისმა უწმინდესობამ დამლოცა და წარმატებები მისურვა", - წერს ლევან მგალობლიშვილი Facebook ის ოფიციალური გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S