თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
25/09/2024 17:54:34 პოლიტიკა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს.
როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თეა წულუკიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-6 ნომერია.


