Accentnews.ge
მარგველაშვილი – "ოცნებაზე": "პუტინისტური ხროვა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ისტორიიდან ჩამყაყებულ რუსეთს ჩააბაროს"

მარგველაშვილი – "ოცნებაზე": "პუტინისტური ხროვა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ისტორიიდან ჩამყაყებულ რუსეთს ჩააბაროს"

25/09/2024 15:35:52 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ექს–პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტიას "პუტინისტურ ხროვა" უწოდა.

გორში ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მმართველი გუნდი "საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებაში" დაადანაშაულა.

"ახლა მინდა, ვისაუბრო იმ ძალიან მნიშვნელოვან მომავალზე, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით ამ ქვეყანაში, როდესაც დავუბრუნებთ საქართველოს ქართველებს და როდესაც პუტინისტურ ხროვას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე ჩააბაროს ისტორიიდან ჩამყაყებულ რუსეთს, გამოვგლეჯთ საქართველოს და დავუბრუნებთ მის ისტორიულ არჩევანს, ამაზე მინდა, გესაუბროთ. ეს ბრძოლა იწყება და უკვე მიმდინარეობს ყველა ქართველის, ყველა პატრიოტის გულში. ეს ბრძოლა ყველა ადამიანს აყენებს გარკვეულ ადგილას. დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად და იმ ადამიანებად, რომელთაც აღარსად აღარ მიესვლებათ და კარს აღარსად აღარ გაუღებენ. ჩემი ადგილი აქ, ამ გაერთიანებაში, "ძლიერ საქართველოშია", რადგან ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდხანს ელოდება ქართველი ამომრჩეველი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზინდეტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. მარგველაშვილი გორში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S