გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა
25/09/2024 15:23:32 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზინდეტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა.
მარგველაშვილი გორში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.
"ძალიან დიდი სიამაყით და პატივისცემით, მინდა, გითხრათ, რომ ამ დიდ მოძრაობას უერთდება ერთი სერიოზული მხარდამჭერი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს, პრაქტიკულად, იყო ოპოზიციაში, რომე4ლომაც შეინარჩუნა ინსტიტუტები, რომ არ მოქცეულიყო ვიღაცის გავლენის ქვეშ. პარტიოტი, პატიოსანი და უკომპრომისო მებრძოლი ტავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის- საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი“,- განაცხადა ხაზარაძემ.
თავის მხრივ, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს გაერთიანება არის ის, რასაც ამომრჩეველი ძალიან დიდი ხანი ელოდა"
“ძლიერი საქართველო” აერთიანებს “ლელოს”, “მოქალაქეებს”, “თავისუფლები მოედანსა” და ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის”.


