Accentnews.ge
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

25/09/2024 13:04:55 პოლიტიკა

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა, რომელიც დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებ–გვერდზე განთავსდა.

ორპარტიული კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "აგენტების კანონის" საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "აგენტების კანონის" მიღების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.

„ქართველი ხალხის აქტი“ სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილი პაკეტია.

ამავე თემაზე: რა წერია "ქართველი ხალხის აქტში"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S