Accentnews.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ინფორმაცია აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"

საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ინფორმაცია აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება"

25/09/2024 10:00:46 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

"ინფორმაცია აშშ–ში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში.

25 სექტემბერს „მთავარმა არხმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელჩ დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეარხის ინფორმაციით, კონფლიქტი მოჰყვა პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

ამავე თემაზე: პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S