Accentnews.ge
საქსტატი: იანვარში რძის ნაწარმი 15%-ით გაძვირდა, ხორცი - 14.2 %-ით, პური - 5,1%-ით, თამბაქო კი - 20.3%-ით

საქსტატი: იანვარში რძის ნაწარმი 15%-ით გაძვირდა, ხორცი - 14.2 %-ით, პური - 5,1%-ით, თამბაქო კი - 20.3%-ით

03/02/2020 07:33:01 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 %–ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (28.3 %), რძე, ყველი და კვერცხი (15.0 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 %), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 %), ზეთი და ცხიმი (8.1 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 %), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 %), პური და პურპროდუქტები (5.1 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11.2 %–ით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (20.3 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 %);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 %), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 %).

საქსტატის ინფორმაციით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები 3.3%-ით შემცირდა, კავშირგაბმულობის სექტორში კი ფასების შემცირება 1.2% იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S