Accentnews.ge
შს მინისტრის მოადგილემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წევრებმა, მათ შორის ოქტომბრის არჩევნების საკითხი განიხილეს

შს მინისტრის მოადგილემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წევრებმა, მათ შორის ოქტომბრის არჩევნების საკითხი განიხილეს

25/09/2024 07:35:36 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შსს–ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში უწყების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

"შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა გადამზადებას, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანი შესრულება.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, ისევე როგორც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან", – აცხადებენ შსს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S