Accentnews.ge
ოპოზიცია ხვალიდან აქციებს განაახლებს

ოპოზიცია ხვალიდან აქციებს განაახლებს

03/02/2020 07:15:21 საშინაო პოლიტიკა

პროპორციული არჩევნების ჩაგდების გასაპროტესტებლად ოპოზიცია ხვალიდან აქციებს განაახლებს. მიმდინარე წლის პირველ საგაზაფხულო სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტში მოხვედრა სირცხვილის კორიდორის გავლით მოუწევთ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პროტესტი 4 თებერვლიდან დაიწყება და მას პერმანენტული სახე ექნება:

"ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რაც საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ეს იყო სრულად პროპორციული სისტემის მიღება, რასთან დაკავშირებითაც ივანიშვილმა ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა მოატყუა. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, რომელიც 4 რიცხვში განახლდება და გაგრძელდება მომავალშიც, პიკეტის და აქციების სახით“.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის მზად არის:

"ჩვენი მიდგომა, მთელი ოპოზიციის სრულიად მკაფიოა. ეს არის მონაცვლეობა მაგიდასთან, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, აქციებით და პროტესტით. თუ ხელისუფლება არ წამოვიდა დათმობაზე, არსებული სისტემითაც ვემზადებით გამარჯვებისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S