
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
24/09/2024 17:55:12 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
როგორც ხარკოვის მერი წერს, დარტყმები ქალაქის ოთხ ადმინისტრაციულ რაიონზე განხორციელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა დარტყმები მართვადი საავიაციო ბომბებით განახორციელეს.