
Heritage Foundation: „აშშ–მა საქართველოს ანაკლიის პროექტის რაც შეიძლება, სწრაფი განხორციელებისკენ უნდა მიუთითოს“
03/02/2020 07:00:51 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
The Heritage Foundation საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ხუთ მთავარ პრიორიტეტს შორის ანაკლიის პორტის პროექტიცაა დასახელებული. დოკუმენტის თანახმად, ეს პრიორიტეტებია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო–სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით საქართველოსთვის ბიძგის მიცემა.
„2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და ანაკლიის პორტის პროექტის ბედი უცნობია. მიუხედავად ამისა, ორივე წარმატებით შეიძლება დასრულდეს, თუკი შეერთებული შტატები საქართველოს სწორ გზაზე სვლისკენ ბიძგს მისცემს. აშშ–მა საქართველოს უნდა მიუთითოს, რომ რაც შეიძლება, მალე იპოვოს ახალი ინვესტორები. საქართველოს სჭირდება ანაკლიის პორტი, რომლის მეშვეობით ქვეყანა აუთვისებელი ლოჯისტიკური პოტენციალის დიდ ნაწილს აითვისებდა. ეს პორტი საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაეხმარებოდა. ამასთან, ანაკლიის პორტი აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებდა. აშშ–ის კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდონ საქართველოს, მოიძიონ ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის და განახორციელონ ეს პროექტი“, – ნათქვამია ანგარიშში.