Accentnews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

24/09/2024 16:10:57 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

„გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების თემაა - „არავის მიტოვება: ერთობლივი მოქმედება მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანური ღირსების წინსვლისთვის ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას, ეს უნიკალური პლატფორმა აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა განხილული იყოს და მოგვარდეს ჩვენს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები,-მოგვიანებით დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.

ის ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას განვითარების უზრუნველყოფაში.

„თანამშრომლობით ხდება მშვიდობის, მდგრადი განვითარების და ადამიანის ღირსების ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მომავლის შექმნისთვის, რომელიც ყველასათვის უზრუნველყოფს თანასწორობას, თანამშრომლობას და პროგრესს”, - აცხადებს პრემიერი.

პაპუაშვილი – ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კობახიძის შესაძლო შეხვედრაზე: "ვერ გეტყვით, არ მგონია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S