Accentnews.ge
ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

24/09/2024 16:06:56 პოლიტიკა, რეკლამა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ცესკოს თავმჯდომარესთან, მის მოადგილესთან, ცესკოს მდივანთან და წევრებთან გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, დელეგაციის წევრებმამათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს.

გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვა/გამოყენების შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო დამკვირვებლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.

26 ოქტომბრის არჩევნებს დელეგაციის სრული შემადგენლობა სხვასაერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S