Accentnews.ge
ბოჭორიშვილი: საქართველოში არჩევნები უპრეცედენტო საგარეო აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს

ბოჭორიშვილი: საქართველოში არჩევნები უპრეცედენტო საგარეო აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს

24/09/2024 14:42:56 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მსგავსად შეხვდნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებიც.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, მისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია და უპასუხეს კითხვებს.

“ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან. ეს მისია მოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ, რათა 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდეს და მისიის მთავარი მიზანია, წინასაარჩევნო გარემოს გაიცნოს, მოუსმინოს სხვადასხვა მხარეს, მოუსმინოს სხვადასხვა პარტიებს და, რა თქმა უნდა, შემდეგ გააკეთოს შეფასებები წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორია წინასაარჩევნო გარემო, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რაც მათ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით",- თქვა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია, რომ იმ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, "ჰქონდეთ ობიექტურად შეფასების სურვილი, შესაძლებლობა და შეაფასონ საქართველოში არჩევნები ობიექტურ ინფორმაციასა და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით".

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თავად არჩევნები და, მით უმეტეს, საქართველოში არჩევნები, რომელიც მიმდინარეობს უპრეცედენტო საგარეო აქტიურობის ფონზე. ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი განცხადება, რომელიც არ არის ხოლმე გამყარებული ფაქტებით. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციებიც მიეწოდებათ ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიის წევრებს და ჩვენი შესაძლებლობებისა და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა უწყებას და თუ კითხვები აქვთ, რომლებიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციაში შედის, ეს კითხვები შესაბამის უწყებასთან დასვან”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკა არჩევნებში ჩარევად შეაფასა. ასევე ჩარევად შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკული სანქციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S