Accentnews.ge
კრემლი არქტიკაში ნატო-სთან კონფლიქტს იწვევს: რუსულმა სამხედრო ხომალდმა ნორვეგიულს ცეცხლი გაუხსნა

კრემლი არქტიკაში ნატო-სთან კონფლიქტს იწვევს: რუსულმა სამხედრო ხომალდმა ნორვეგიულს ცეცხლი გაუხსნა

24/09/2024 14:00:49 მსოფლიო

არქტიკაში რუსულ სამხედრო და ნორვეგიულ თევზმჭერ ხომალდებს შორის შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.

ნორვეგიული ხომალდის კაპიტნის ინფორმაციით, რუსულმა ხომალდმა თევზმჭერ ნავს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეს რაიონის დატოვება მოსთხოვა, ხოლო უარის მიღების შემდეგ ცეცხლი გახსნა.

"ინციდენტი 12 სექტემბერს მოხდა, როცა დიდ რუსულ ნავსაწინააღმდეგო გემ "ადმირალ ლევჩენკოს" გადავეყარეთ. რადიოთი დამიკავშირდნენ და რაიონის დატოვება მოითხოვეს, რაზეც კატეგორიული უარით ვუპასუხე. ამის შემდეგ 163-მეტრიანი რუსული სამხედრო ხომალდი ჩვენი 15-მეტრიანი თევზმჭერი ნავისკენ დაიძრა და ცეცხლი გახსნა. ძლიერი აფეთქება ჩვენი ნავის სიახლოვეს მოხდა. შეგვაზანზარა. მოგვიწია, იქაურობას გავცლოდით და უსაფრთხო ადგილისკენ გავემართეთ" - ყვება კაპიტანი.

ინციდენტი დაადასტურეს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბშიც, რომლის განცხადებით, რუსულ სამხედრო გემს აუცილებელი გამაფრთხილებელი გასროლა არ უწარმოებია.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ადგილი განეკუთვნება ნორვეგიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას ბარენცის ზღვაში, რომელიც ნორვეგიასა და რუსეთს შორის იყოფა. მანამდე რუსები ამ რაიონში სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ, რაც ნორვეგიელი მეზღვაურების აღშფოთებას იწვევდა.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო-ტექნიკური კუთხით მზადაა არქტიკაში ნატო-სთან პოტენციური კონფლიქტისთვის".

ცნობისთვის: არქტიკა დედამიწის უკიდურესი ჩრდილოეთ რეგიონია, რომლის ტერიტორია 8 ქვეყანას - ნორვეგიას, შვედეთს, ფინეთს, დანიას, კანადას, აშშ-ს, ისლანდიასა და რუსეთს შორის იყოფა. რუსეთის გამოკლებით ყველა ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია. ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე და 32-ე წევრები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S