Accentnews.ge
შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

შვეიცარიის პარლამენტმა ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

24/09/2024 12:49:13 მსოფლიო

შვეიცარიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდის აქტად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი იტყობინება.

მიღებულ განცხადებაში, წერია, რომ პარლამენტის ქვედა პალატა, შვეიცარიის ეროვნული საბჭო აღიარებს გენოციდის აქტად მასობრივ და მიზანმიმართულ მკვლელობას შიმშილით, ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის განადგურების მიზნით.

„ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შესანარჩუნებლად",- თქვა სტეფანჩუკმა.

განცხადებას 123-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 58 წინააღმდეგი იყო, 7-მა თავი შეიკავა.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებული აქვს მსოფლიოს სამ ათეულამდე ქვეყნის პარლამენტებს, ასევე ევროპარლამენტს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინაში გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის თანახმად, უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი. შედეგად, სულ მცირე, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. უკრაინამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა . რუსეთი ამ შეფასებას არ ეთანხმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S