Accentnews.ge
ირანის ახალი პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს და დასავლეთთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

ირანის ახალი პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს და დასავლეთთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

24/09/2024 10:59:16 მსოფლიო

თეირანი იღწვის დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით, - განაცხადა ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა, რომლის მტკიცებით, ირანს რუსეთისთვის ეს შეიარაღება არასდროს მიუწოდებია და არასდროს დაუჭერია მხარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის.

"მზად ვართ, ევროპელებსა და ამერიკელებთან მოლაპარაკებების მაგიდას მივუჯდეთ. არასოდეს დაგვიჭერია მხარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის" - განუცხადა ირანის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას.

მის ამ სიტყვებს უკვე გამოეხმაურა კრემლი, რომლის პრეს-მდივნის - დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ეს ირანის სუვერენული პოზიციაა, თუმცა მოსკოვი გააგრძელებს თეირანისთვის უკრაინის საკითხში საკუთარი პოზიციის ახსნას".

ცნობისთვის: 6 სექტებერს "The Wall Street Journal"-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს მცირე სიშორის რამდენიმე ასეული ბალისტიკური რაკეტა გადასცა. თავის მხრივ, "The Times" წერდა, რომ საუბარი იყო 200 ერთეულ Fateh-360-ზე, რომელიც 4 სექტემბერს კასპიის ერთ-ერთ პორტში ჩაიტანეს. რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების მიწოდება დაადასტურა ქვეყნის პარლამენტის წევრმა აჰმად არდესტანიმაც, რომლის განმარტებით, "თეირანი იძულებულია, რაკეტები სოიოსა და ხორბალში გაცვალოს". ამასთან, მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ირანი უკვე აწვდის რაკეტებს ტერორისტულ "ჰესბოლას", "ჰამასს", "შაჰდ აშ-შააბის", რუსეთისთვის მათ მიწოდებაში "განსაკუთრებული არაფერია".

თუმცა დასავლელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რაკეტების სანაცვლოდ რუსეთს შესაძლოა, ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიები გადაეცა.

აშშ-მა და ევროპამ ირანს ახალი სანქციები დაუწესეს.

21 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მართალია, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა, თუმცა არ მიუწოდებია მათი გამშვები მობილური სისტემები. ანალიტიკოსების აზრით, ამ გზით თეირანი ცდილობს, შეინარჩუნოს სივრცე მანევრირებისთვის დასავლეთთან შესაძლო მოლაპარაკებების მიმართულებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S