Accentnews.ge
ენმ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებაზე მუხლის შეცვლას მოითხოვს

ენმ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებაზე მუხლის შეცვლას მოითხოვს

24/09/2024 09:41:56 პოლიტიკა, სამართალი

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, პროკურატურამ ზუგდიდში მათი კოალიციის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე მუხლი გადააკვალიფიციროს.

"გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვეულებრივ ძალადობას გულისხმობს. ეს პოლიციის მხრიდან მცდელობაა, ამ ადამიანებს სასჯელი შეუმსუბუქონ! ჩვენი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ ეს საქმე გადააკვალიფიციროს და გამოძიება დაიწყოს შემდეგი მუხლებით: სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და ასევე, სსკ-ის 325-ე მუხლით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

5 დღე გავიდა, რაც ეს კადრები ყველა არხმა აჩვენა. პოლიციას ეს ადამიანები ადგილზე უნდა დაეკავებინა, თუმცა, ვხედავთ იმას, რომ 5 დღის შემდეგაც ეს პირები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ზუგდიდში თავისუფლად დადიან და საშიშები არიან თითოეული იმ მოქალაქისთვის, ვინც ოპოზიციურად განწყობილია" - თქვა ანა წითლიძემ და დასძინა, რომ თუ პროკურატურა "ხელს დააფარებს" დამნაშავეებს, ისიც თანამონაწილე გახდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S