Accentnews.ge
ტრამპის საარჩევნო შტაბს ჯორჯიის შტატი საქართველოში აერია

ტრამპის საარჩევნო შტაბს ჯორჯიის შტატი საქართველოში აერია

24/09/2024 07:00:22 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს საქართველო ამერიკულ ჯორჯიაში აერია, - იუწყება გამოცემა "The Atlanta Journal-Constitution".

ჯორჯიის შტატში სარეკლამო კამპანია 21-22 სექტემბერს დაიწყო. ადგილობრივი რესპუბლიკელებისთვის განკუთვნილ გზავნილს ერთვოდა პეიზაჟის ფოტო წარწერით "დარეგისტრირდი, რომ ტრამპს მისცე ხმა".

გამოყენებული ფოტო იძებნება ფოტობანკ Shutterstock-ში. მის აღმწერ თეგებში ვკითხულობთ, რომ ეს საქართველოს სვანეთის რეგიონია.

როგორც ცნობილია, ინგლისურ ენაში საქართველოსა და ჯორჯიის შტატის სახელები ერთნაირად იწერება, რაც უკვე არაერთგზის გამხდარა კურიოზების მიზეზი. ასე, მაგალითად, 2008 წელს ამერიკელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ რუსეთმა თავისი ჯარი აშშ-ის ჯორჯიის შტატში შეიყვანა, 2020 წელს კი ტელეკომპანია Fox News-მა მარნეული ამერიკულ შტატს მიაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S