
ზელენსკი: "უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ"
24/09/2024 05:45:40 მსოფლიო
"უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, გააძლიერონ უკრაინის არმია.
"გამარჯვების გეგმა ეს უკრაინის გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, რომ გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.
„ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია, დაიცვას - მას არ შეუძლია, დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინას მხოლოდ ძლიერი პოზიციიდან შეუძლია, აიძულოს პუტინი, ომი შეაჩეროს.