
გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
01/02/2020 09:53:02 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.