Accentnews.ge
პრეზიდენტი – ხაზარაძე–გახარიაზე: რისკი ავიღე, არ გამოვიდა, აქ არის ორი მთავარი დამნაშავე, მაგრამ ამ პროცესმა თავისი პოზიტივი მოიტანა

პრეზიდენტი – ხაზარაძე–გახარიაზე: რისკი ავიღე, არ გამოვიდა, აქ არის ორი მთავარი დამნაშავე, მაგრამ ამ პროცესმა თავისი პოზიტივი მოიტანა

23/09/2024 16:24:13 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და განმარტა მიზეზები, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა.

"არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ "რაღაცა ქენით ყველამ ერთად, მოახერხეთ კონსოლიდაცია" და არსებობდა შანსი და ეს შანსი ძლიერდება საერთოდ, ეს წესია მოლაპარაკებებში, ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს, ამიტომ ეს მცდელობა იყო საჭირო, მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, უნდა რაღაც რისკი აიღო, რისკი ავიღე, არ გამოვიდა. აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ ვისი ბრალი იყო ჩაშლა - ალბათ, ყველასი და არავისი, ამავე დროს. უფრო იყო ბრალი მოცემულობის, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავალიც, რადგან ყოველთვის არის შიში, რომ "აი, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი". ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელშემშლელი არის და იქნება ალბათ, იმიტომ, რომ არ გამოსულვართ ამ მოცემულობიდან.

მაგრამ ორი მთავარი დამნაშავეა:

ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული სისუსტედ. [თითქოს] თუ დათმობ და რამდენსაც დათმობ და ვინც უფრო დათმობ, ის უფრო სუსტია. ნათელია, რომ წინასაარჩევნი პერიოდში ეს მძიმე დასაძლევია.

მეორე დამნაშავეა ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას - უნდობლობა და ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით. ეს ყველას ეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს, ამდენად ძალიან ძნელია გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან და ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს.

არ შედგა და ჩვენ ვართ მომენტში და დავინახოთ, რომ რაც არ შედგა, ეს ფაქტია და მოიტანა პროცესმა თავისი შედეგი, თავისი პოზიტივი, ერთი ის, რომ განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის. ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს, რომ მიზანი არის ერთი. ამ დილით ქარტია ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ის არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. ეს არის ცემენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის შეგნება, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა - მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა. იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებული, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის.

მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად", –განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S