Accentnews.ge
რუსეთი "რუსოფობიისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გეგმავს

რუსეთი "რუსოფობიისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გეგმავს

23/09/2024 14:04:16 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ მოამზადა დადებითი დასკვნა წინადადებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნას შემოღებული საზღვარგარეთ "რუსოფობიის" შემთხვევებზე.

პროექტში ნათქვამია, რომ "რუსოფობიაში" კანონმდებლები გულისხმობენ რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას უცხოეთის ოფიციალური პირების მხრიდან, ან საჯარო მოწოდებებს ამგვარი ნაბიჯებისკენ. მსგავსი მუხლებით პირების გასამართლებას რუსეთის სასამართლოები შეძლებენ დაუსწრებლად, განსასჯელთა იქ ყოფნის გარეშე".

რაც შეეხება სასჯელს, ამჟამინდელი პროექტით უცხოელ პირებს, რომლებსაც დამნაშავედ სცნობენ, აეკრძალებათ რუსეთში "გარკვეული თანამდებობების დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმოება". რუსეთის მინისტრთა კაბინეტში კი თვლიან, რომ ამგვარი სასჯელის სისრულეში მოყვანა რთული იქნება, რადგან საქმე ეხება უცხოეთში მცხოვრებ პირებს.

"რუსოფობიისთვის" სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე მოწოდებები რუსეთში უკვე გასული წლის ბოლოს ისმოდა. მაშინ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა სამთავრობო კომისიამ, რომელიც კანონპროექტების წარმოებაზე მუშაობს. კანონპროექტში საუბარია "რუსეთის მოქალაქეების და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირების დისკრიმინაციაზე უცხოეთში", ქვეყნის შიგნით "რუსოფობიისთვის" სასჯელი არ არის გათვალისწინებული. ასევე დაკონკრეტებული არ არის ის, თუ რა შეიძლება, ჩაითვალოს დისკრიმინაციად.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის ძალების სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ "რუსოფობიაზე", რომელმაც თითქოს დასავლეთის ქვეყნები მოიცვა. "რუსოფობიის" შემთხვევებად მათ შორის მიიჩნევენ ამა თუ იმ პირის შეყვანას სანქციების სიაში და სხვადასხვა შეზღუდვას, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთში უწესებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S