8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ
23/09/2024 12:12:16 პოლიტიკა
8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის – საქართველოზე.
ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”.
ამასთან, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.


