Accentnews.ge
პაკისტანში რუსეთის საგარეო უწყების კორტეჟი ააფეთქეს

პაკისტანში რუსეთის საგარეო უწყების კორტეჟი ააფეთქეს

23/09/2024 11:05:55 მსოფლიო

პაკისტანის ჩრდილოეთში ავტოკორტეჟი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ელჩს ალბერტ ხორევს მიაცილებდა, ნაღმზე აფეთქდა.

რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა რუსული დიპწარმომადგენლობის თანამშრომლები და ელჩი ქალაქ მინგორაში გამართული ტურისტული ფორუმიდან ბრუნდებოდნენ. შედეგად ადგილობრივი პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაიჭრა, საელჩოს თანამშრომლები კი უვნებლები გადარჩნენ.

განსხვავებულ ინფორმაციას აქვეყნებს ადგილობრივი ტელეარხი Geo TV, რომლის ცნობით, მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, კიდევ ოთხი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისივე ცნობით, მართვადი ნაღმი იმ ავტობუსის სიახლოვეს იყო ჩადებული, რომელში მყოფ სამართალდამცველებსაც კორტეჟის გადაადგილების უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ.

ამასთან, რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გარდა, აფეთქების მომენტში კოლონაში კიდევ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ეთიოპიის, ირანის, ინდონეზიის, ტაჯიკეთისა და ყაზახეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მანქანები გადაადგილდებოდნენ.

პაკისტანურ პორტალ DawnNews-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S