Accentnews.ge
გაერო–ში საქართველოს ელჩი: "პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გააცნობს"

გაერო–ში საქართველოს ელჩი: "პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გააცნობს"

23/09/2024 07:11:05 პოლიტიკა

გაერო–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აშშ–ში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გააცნობს".

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პირველი გამოსვლა დღეს ექნება „მომავლის სამიტზე“, ასევე დღესვე გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას და სადაც შედგება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. საუბრის მთავარი თემები იქნება რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, საქართველოს პროგრესი და რეფორმები, რომლებიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. გაეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ძალიან დიდ კონტრიბუციას სწორედ საქართველო აკეთებს. ასე, რომ საუბარი შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პროგრესს და ასევე იმ რეფორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S