Accentnews.ge
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა: "უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება"

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა: "უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება"

23/09/2024 05:17:09 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ–ში ჩავიდა.

"ჩვენ ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივდივართ პენსილვანიაში სპეციალური ვიზიტით, შემდეგ – ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს ჩვენ გამარჯვებას, საერთო გამარჯვებას სჭირდება - ჭეშმარიტად სამართლიანი სამყაროსთვის", - განაცხადა ზელენსკიმ თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან პენსილვანიაში მოინახულა ქარხანა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვები მზადდება.

მან ასევე განაცხადა, რომ ქარხანა გაზრდის უკრაინის საბრძოლო მასალის წარმოებას და მადლობა გადაუხადა ქარხნის ყველა თანამშრომელს.

ზელენსკი სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.

26 სექტემბერს უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, როგორც მან ადრე განაცხადა, აშშ–ის პრეზიდენტს ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს. საუბარია რუსეთთან დაპირისპირებისა სტრატეგიულ გეგმასა და უკრაინის პირობებით მშვიდობის მიღწევაზე.

გარდა ამისა, უკრაინის გამარჯვების გეგმას ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნობს. ასევე დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა კონგრესის ხელმძღვანელობასთან, ასევე რიგი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S