Accentnews.ge
ისრაელმა "ჰეზბოლას" 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებ პუნქტზე მიიტანა იერიში

ისრაელმა "ჰეზბოლას" 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებ პუნქტზე მიიტანა იერიში

20/09/2024 10:35:20 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით (IDF), 19 სექტემბრის ღამით ისრაელის ავიაციამ სამხრეთ ლიბანზე მასიური იერიში მიიტანა და "ჰეზბოლას" 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა.

გარდა ამისა, იუწყებიან, რომ ისრაელის იერიშის შედეგად დაჯგუფების სხვა სტრატეგიული და იარაღის შესანახი ადგილებიც განადგურდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, "ჰეზბოლას" სარაკეტო ობიექტებიდან ისრაელის მიმართულების 1000-მდე რაკეტის გაშვება იგეგმებოდა.

ისრაელის საჰაერო დარტყმები ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის სამხრეთით 52 სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან ერთად, "ჰეზბოლას" თქმით, მათ ასევე დაიწყეს ისრაელის ჩრდილოეთით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S