Accentnews.ge
ჰერჩინსკი: ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, მივიღეთ ზომები, მათ შორის – სანქციები, იმედი მაქვს, საქართველოში აქამდე არ მივალთ

ჰერჩინსკი: ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, მივიღეთ ზომები, მათ შორის – სანქციები, იმედი მაქვს, საქართველოში აქამდე არ მივალთ

20/09/2024 09:33:06 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის არჩევნების შედეგები არ ცნო და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები, გამოიყენა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვითარება ამ ზომამდე არ მივა.

„თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით. [ ...] ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს“, -განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ევროკავშირის ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S