Accentnews.ge
როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის ახალი კვლევა

როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის ახალი კვლევა

19/09/2024 18:45:52 პოლიტიკა, საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 32,3%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
  • კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10,9%
  • გახარია - საქართველოსთვის - 10,5%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9,3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 6%
  • ლეიბორისტული პარტია - 5,1%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3,6%
  • ჩვენ - დავით ქაცარავა - 1,5%
  • სხვა პარტიები - 0,8%

რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 74% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 26% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.

გამოკითხულთა 79% ამბობს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, 4,2% - არ მიიღებს, დანარჩენი ჩამოყალიბებული არაა.

კითხვაზე "თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?", 71% ამბობს, რომ დროა, სხვა პარტიას მისცეს შანსი, ხოლო 29% თვლის, რომ "ოცნებამ" კვლავ არჩევა დაიმსახურა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთითა და დაფინანსებით, ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა. განიმარტა, რომ გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S