Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

31/01/2020 12:59:38 მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა,– ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა.

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, 30 იანვარს რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში საზღვრები ჩაკეტა, ჩინეთის მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გცემა შეაჩერა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსს უკვე 213 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს 18 ქვეყანაში კი, ახალი კორონავირუსით დადასტურებულად 98 ადამიანი არის დაინფიცირებული.

ჯანმდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგაშო მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S