Accentnews.ge
ენგურჰესში წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა

ენგურჰესში წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა

31/01/2020 12:23:12 ეკონომიკა

ენგურჰესში წყლის დონე 439 მეტრამდე შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ენგურჰესი“ ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესი და ვარდნილჰესი აფხაზეთის რეგიონის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს.

„სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზღუდვა დაიწყო და ოთხსაათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს’’, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S