Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

19/09/2024 12:39:19 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

მისი ცნობით, უკრაინა Leopard 1 A5-ის ტიპის 22 ტანკს, 155 მილიმეტრის კალიბრის 60 ათასზე მეტ ჭურვს, Bandvagn 206-ის ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას, მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს, GEPARD-ის სამ საზენიტო დანადგარს, 10 ტყვიამფრქვევს, ათობით სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, ექვს გამნაღმველ მანქანას, 100-ზე მეტ ავტომობილს, მათ შორის სატვირთო მანქანებს, მიკროავტობუსებსა და ყველგანმავლებს და სხვა სამხედრო ტექნიკას მიიღებს.

ამასთან, გერმანიის მთავრობამ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების სამკურნალოდ დამატებით 50 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებაც განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S