Accentnews.ge
მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შეწყვეტას არ აპირებს

მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შეწყვეტას არ აპირებს

19/09/2024 09:36:06 მსოფლიო

იარაღის ინდოელი მწარმოებლების საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს. უკრაინისთვის ინდური საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს და მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი არ ჩაერია საქმეში, რომ ვაჭრობა შეეჩერებინა, - იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უკრაინას უგზავნიან, არიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი იმ ინიციატივის თაოსანია, რომლითაც კიევს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება.

უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს სააგენტოს თხოვნას ოფიციალური კომენტარის შესახებ.

ცნობისთვის: ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის დიპლომატიური გზით მიღწევას, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მანამდე, 8-9 ივლისს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რასაც კიევის უკმაყოფილება მოჰყვა.

ინდოეთმა, ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად, უარი თქვა, მიერთებოდა მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რუსეთთან თანამშრომლობა დელის იაფი რუსული ნავთობის მიღების საშუალებას აძლევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S