Accentnews.ge
გახარიასა და ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა: "პრინციპულად, ახლოს ვართ, მოლაპარაკებები გრძელდება"

გახარიასა და ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა: "პრინციპულად, ახლოს ვართ, მოლაპარაკებები გრძელდება"

19/09/2024 04:00:07 პოლიტიკა

ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მორიგი შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა. ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო, რომელიც ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა."ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა თქვა, რომ მსჯელობა ხვალ "სამუშაო მდგომარეობაში", ისევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაგრძელდება.

"არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ პრინციპულად, ახლოს ვართ. აქვე, მინდა გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე, ან სიებზე საუბარი არ არის. აქ ლაპარაკია, როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება", რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება? როგორ შევქმნათ ახალი რეალობა, რათა ძალიან მალე გაკეთდეს [ქართული] ქარტიით განსაზღვრული რეფორმები?" - თქვა ხაზარაძემ და მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი გახარიას "რთული, მაგრამ კონსტრუქციული" მოლაპარაკებისთვის.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა ხვალ, დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"[მოლაპარაკება] ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.

გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო საკითხი, რაც ეხებოდა პარიტეტს. გამოსავალი ვნახეთ, ახლა კიდევ არის საკითხები, რომელიც ხვალ, დღის განმავლობაში წესით დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული", - თქვა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ ხვალაც მივა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S