Accentnews.ge
პრეზიდენტი –კესარია აბრამიძის მკვლელობაზე: "ადამიანურობის უარყოფა, ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას"

პრეზიდენტი –კესარია აბრამიძის მკვლელობაზე: "ადამიანურობის უარყოფა, ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას"

19/09/2024 03:50:30 საზოგადოება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

"საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!", – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

18 სექტემბერს თბილისში ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.

მკვლელობა დიდ დიღომში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S