Accentnews.ge
კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ არ სჯერა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო: "ეს ოლიგარქიული პრობლემების შედეგია"

კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ არ სჯერა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო: "ეს ოლიგარქიული პრობლემების შედეგია"

18/09/2024 14:21:34 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ არ სჯერა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო.

მისი შეფასებით, "უსამართლო გადაწყვეტილებები ოლიგარქიული პრობლემების შედეგია".

„აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე: პირველი ქართველები "მაგნიტსკის სიაში": აშშ-მა საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნები და "ალტ-ინფოს" ლიდერები დაასანქცირა.

ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს ვიღებთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S