Accentnews.ge
"საუბარი გრძელდება"- ხაზარაძესა და გახარიას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

"საუბარი გრძელდება"- ხაზარაძესა და გახარიას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

18/09/2024 13:46:19 პოლიტიკა

ჯერ პირისპირ, შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კვლავ გაიმართა მოლაპარაკებები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ შესაძლო გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არაა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

"სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას [ხაზარაძეს] და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ. მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდებით", - თქვა მედიასთან გახარიამ.

გუნდთან მოლაპარაკებაზე გაამახვილა ყურადღება ხაზარაძემაც:

"მათთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად",- თქვა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ეს ნიშნავს "თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორობას ნიშნავს":

"ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის, არ არის მარტივი რაღაცა. რაც მე მინდა, გითხრათ და რასაც მინდა, რომ მივაღწიო, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო შესაძლებელია იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის გაერთიანება. კონსულტაციები გაგრძელდება, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კუნსულტაცია. როცა ახალი შეხვედრა დაინიშნება, შევხვდებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S