
კრემლის სიახლოვეს სროლა იყო
18/09/2024 10:42:26 მსოფლიო
მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.
როგორც ირკვევა, რამდენიმე შეიარაღებული პირი ბიზნეს-ცენტრ «Романов Двор»-ის ტერიტორიაზე კომპანია Wildberries-ის ოფისში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანია დაჭრილი.
ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი ევაკუირებულია, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და გამომძიებლები.
ცნობისთვის: ხსენებული კომპანიის ხელმძღვანელობის ნაწილი ივლისში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის გაერთიანებას სარეკლამო კომპანია Russ-თან, რომელსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი პირები ლობირებდნენ. საქმეში ჩარევა მაშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვსაც მოუწია.