Accentnews.ge
მაკფოლი – ქართველებს: შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ

მაკფოლი – ქართველებს: შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ

18/09/2024 09:32:23 პოლიტიკა

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და ქართველებს მოუწოდებს, "ევროპიდან უკუსვლა შეაჩერონ".

„მიდით ქართველობო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ“, - წერს მაიკლ მაკფოლი სოცილურ ქსელში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღების ფაქტს ეხმიანება.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, ეს კანონი გაიწვიოს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს", –წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S