Accentnews.ge
Reuters: მოსადმა "ჰეზბოლას" პეიჯერები ასაფეთქებლად რამდენიმე თვის წინ მოამზადა

Reuters: მოსადმა "ჰეზბოლას" პეიჯერები ასაფეთქებლად რამდენიმე თვის წინ მოამზადა

18/09/2024 07:46:38 მსოფლიო

ლიბანში მოქმედი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის "ჰეზბოლას" პეიჯერების აფეთქება ისრაელის დაზვერვის და სპეცდანიშნულების სამსახურის – მოსადის ოპერაცია იყო, – იუწყება Reuters.

მისი ინფორმაციით, მოსადმა ტაივანის მიერ წარმოებულ 5000 პეიჯერში, რომლებიც "ჰეზბოლას" მიერ იყო შეკვეთილი, მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადება აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე უზრუნველყო.

როგოც Reuters იტყობინება, ეს ცნობა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის და კიდევ ერთი წყაროსგან მიიღო.

17 სექტემბერს ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდრულად აფეთქედა ჰეზბოლას წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებენ.

18 სექტემბერს დილით განახლებული მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 9 და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი. დაჭრილებს შორისაა ლიბანში ირანის ელჩი. "ჰეზბოლამ" აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.

თავად ისრაელს, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" მტრად ჰყავს გამოცხადებული, პეიჯერების აფეთქებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S