როთი: „ქართული კოშმარი“ სიცრუეს ეყრდნობა და ვინც ასე იქცევა, ადრე თუ გვიან, მარცხდება
18/09/2024 06:45:25 პოლიტიკა
„მადლობა ყველა ქართველ მეგობარს საოცარი მასპინძლობისთვის! მოდით, თბილისი კვლავ ევროპის ნამდვილ დედაქალაქად ვაქციოთ. 26 ოქტომბერს თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ! გამოიყენეთ ეს შანსი! არჩევანი თქვენია! მმართველი პარტია და მისი ფავორიტი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისმწამებლური კამპანიებით ცდილობენ, თავდაჯერებულები არ არიან. „ქართული ოცნება“, იგივე „ქართული კოშმარი“ სიცრუეს ეყრდნობა. ვინც ასე იქცევა, ადრე თუ გვიან, მარცხდება“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს 16 სექტემბერს სტუმრობდა. მმართველმა გუნდმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს შემდეგ იგი სომხეთს ეწვევა.


