Accentnews.ge
მილერი – კობახიძის განცხადებაზე: ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა

მილერი – კობახიძის განცხადებაზე: ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა

18/09/2024 06:19:29 პოლიტიკა

"მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ–ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის დასანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს.

კითხვაზე, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ სხვა ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ასევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“, მილერმა შემდეგი აღნიშნა:

"მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ–ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S