Accentnews.ge
NATO-ს გენმდივანმა პუტინის „წითელ ხაზებს“ სიყალბე უწოდა

NATO-ს გენმდივანმა პუტინის „წითელ ხაზებს“ სიყალბე უწოდა

17/09/2024 19:07:23 მსოფლიო

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეჭვი შეიტანა ვლადიმირ პუტინის განცხადებების სერიოზულობაში, რომ დასავლური იარაღით დარტყმები რუსეთის სიღრმეში შეიძლება გახდეს „წითელი ხაზი“, რის შემდეგაც ალიანსი აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში რუსეთის ფედერაციასთან. სტოლტენბერგმა მას ყალბი უწოდა, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტის მრავალი სხვა მუქარას, მათ შორის, ტანკებთან, F16-ებთან მიმართებით.

სტოლტენბერგმაც გაიხსენა, რომ პუტინი ადრე არაერთხელ ლაპარაკობდა „წითელ ხაზებზე“, მაგრამ მათ გადაკვეთს მოსკოვის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია.

„მან ვერ გაბედა ამის გაკეთება, რადგან ესმის: ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი მსოფლიოში. გარდა ამისა, რუსეთი აცნობიერებს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და მასში მონაწილეობა მიუღებელია. ჩვენ არაერთხელ ვუთხარით ეს პუტინს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა The Times-თან ინტერვიუში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პუტინი ახლა ცდილობს, გააერთიანოს ავტორიტარული სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა უკრაინის ომის გარშემო, მაგრამ მოსკოვი სულ უფრო მეტად ხდება პეკინზე დამოკიდებული.

აღნიშნული ქვეყნების ალიანსში წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს, რომელიც ასევე კრემლის მთავარი მხარდამჭერია, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მან გაიხსენა, რომ ეს არის ჩინეთი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, მათ შორის მიკროელექტრონიკისა და მიკროპროცესორების მიწოდებით, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში გამოყენებული რაკეტებისა და ბომბების დასამზადებლად.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რუსეთი ჩინეთს დახმარების სანაცვლოდ უზიარებს ტექნოლოგიას, თუმცა კონკრეტულად რომელ ტექნოლოგიებზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია.

გენერალურმა მდივანმა მოიწონა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ დასავლური იარაღით რუსეთის სიღღმეში დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭებას უკრაინისთვის.

„არასწორია იმის თქმა, რომ ნატოს მოკავშირეები გახდებიან კონფლიქტის მხარეები, თუ ისინი დაუშვებენ იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეა და ირანი უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას და აწვდიან რუსეთს რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, ისინი კონფლიქტის უშუალო მხარეები არ ხდებიან“, - განმარტა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S