Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა

17/09/2024 13:21:02 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტის მოწოდება გაერთიანებისაკენ.

გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თქვა, რომ პრეზიდენტთან აუდიენციაზე აგვიანდება. შესაბამისად, შეხვედრის დეტალები - მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას პრობლემურ საკითხებზე პოლიტიკოსებმა, უცნობია. მედიასთან კომენტარი ჯერ არც ხაზარაძეს გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, შეხვედრის ინიციატორი თავად ხაზარაძე იყო პრეზიდენტის მიერ ორი პარტიის ლიდერების სადილზე მიწვევის შე,მდეგ. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე გიორგი გახარიას გასაუბრებოდა.

მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის მზაობა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემაც გამოთქვა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის მამუკა ხაზარაძის თხოვნას ითვალისწინებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

პოლიტიკოსები ათონელზე ერთმანეთს 18:00 საათზე შეხვდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S