
პრემიერი – ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე: ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნული კრიზისი დასრულდა, როდესაც 43%–იანი ბარიერი გადავლახეთ, მომავალში ასეთი მოვლენების პრევენციაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ
17/09/2024 08:26:06 ციტატა
"ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში სტაბილურობის შერყევის ორი მცდელობა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2021 წელს, როდესაც ხელოვნურად შეიქმნა კრიზისი, ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და ერთ წელი გვაცხოვრეს ამ ხელოვნური კრიზისის ქვეშ. ეს კრიზისი დასრულდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველმა პარტიამ გადალახა 43-პროცენტიანი ბარიერი. მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ასეთი პროცესები ყველა შემთხვევაში არის შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ მომავალში ასეთი მოვლენების პრევენციაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.