პრეზიდენტი – ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე: მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ
17/09/2024 07:49:27 პოლიტიკა
მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე იგი და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ.
პრეზიდენტმა მცირე კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კოალიციისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები 17 სექტემბერს 15:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივიდოდნენ. თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.


