
ანა დოლიძე: საქართველოში ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს არ უშვებენ
17/09/2024 06:36:38 საზოგადოება
პოლიტიკოსმა ანა დოლიძე აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველს, ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხატარიანს საქართველოში არ უშვებენ.
ხარატიანი რამდენიმე დღის წინ, 11 სექტემბერს ერევნიდან თბილისში ფრენის შემდეგ ასევე დააყოვნეს თბილისის აეროპორტში და ქვეყანაში არ უშვებდნენ, თუმცა რამდენიმე საათში საზღვრის კვეთის უფლება მისცეს.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერდა, შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადეს და მისცეს ბლანკი, სადაც საზღვრის კვეთის მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
„კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზი“ ეს იყო უარის მიზეზი. ახლა მაქვს დოკუმენტი, სადაც უარს მეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე, და მაქვს პასპორტში შტამპი, რომელმაც ქვეყანაში შემოსვლის უფლება მომცა. ასე რომ, არ ვიცი, რომელია უფრო ლეგალური“, - წერდა იგი.
არსენ ხარატიანი 2018 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში ახლადმოსული ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი საგარეო საკითხებში.