Accentnews.ge
Meta-მ კრემლის ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები დაბლოკა

Meta-მ კრემლის ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები დაბლოკა

17/09/2024 05:42:58 მსოფლიო

ამერიკულმა კომპანია Meta-მ რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“, ტელეარხი RT და მათთან კავშირის მქონე სხვა ორგანიზაციები თავის პლატფორმებზე დაბლოკა . Meta ფლობს Facebook-ს, Instagram-ს, Threads-ს და WhatsApp-ს.

Meta-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ე.წ. გავლენის ოპერაციის და უცხოეთში მათი ჩარევის მცდელობების გამო მიიღეს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით 2013 წელს შექმნილი მედიაჯგუფი აერთიანებს სააგენტო „რია ნოვოსტის“, სააგენტო და რადიო „სპუტნიკს" და სხვა პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს და საინფორმაციო პორტალებს ათეულობით ენაზე. რუსეთის მთავრობა აფინანსებს სხვადასხვა ენაზე მაუწყებელ ტელეარხ RT-საც.

მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვია, ხოლო მთავარი რედაქტორი - მარგარიტა სიმონიანი, რომელიც RT-საც ხელმძღვანელობს. კრემლის მიერ შექმნილი და დაფინანსებული მედიასაშუალებები და მათი ხელმძღვანელები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისთვის სანქცირებული არიან აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანადის მიერ.

რუსეთის ხელისუფლებას Meta „ექსტრემისტულ ორგანიზაციად" ჰყავს გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S